ბავშვთა დაცვის დღესასწაული ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში
02-06-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ღონისძებაზე მოწვეული იყვნენ ანიმატორები, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
„დირექტორი მაყვალა სოსელია მოსწავლეებს მხიარული ანიმატორებით დახვდა, რამაც დიდი აღფრთოვანება და მხიარული ჟრიამული გამოიწვია. ჩატარდა სახალისო აქტივობები, რომელიც სხვადასხვა კლუბებმა და დამრიგებლებმა წარმოადგინეს. გილოცავთ ამ დღეს! უღრუბლო, მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი ბავშვებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს