ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
02-06-2022
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და ასფალტი მოხატეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

აქტივობა ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგებმა ქეთევან ბჟალავამ და მაია ფხაკაძემ გამართეს.

„ეს ის ბავშვებია, სულში ყველა გზით რომ გაივლიან გულის კუნჭულებს, ყველაზე სათუთ სიმებზე რომ შეუძლიათ შეხება, მერე რა, რომ მათი ონავრობით ხანდახან თმები გვიდგება ყალყზე...მათ ყველაზე კარგად ესმით ჩვენი ძახილი გულისა, ყველაზე მეტად შეუძლიათ სულის გაკეთილშობილება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203