იხტილის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა უმცროსკლასელებს ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებულად მიულოცეს
02-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მე-10 კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა, გოარ შაჰბაზიანმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.

უფროსკლასელებმა პატარა მოსწავლეებს ტკბილეული უყიდეს და გარემო ფერადი ბუშტებით გაულამაზეს.

მოსწავლეებს ასევე, მათი დღე ანიმატორებმა თავიანთი სტუმრობით გაულამაზეს და ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203