ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
02-06-2022
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„დაე, მუდამ მზე იცინოდეს ბავშვთა თვალებში“ - აღნიშნული დევიზი მიჰყვებოდა წითელ ხაზად სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გასართობ პროგრამას.

ერთმანეთს: „მხიარული სტარტები“, სხვადასხვა სახის შეჯიბრებები, გონებამახვილთა კონკურსები, მხატვრული კითხვა, ცეკვა და სიმღერა ენაცვლებოდა.

აღსანიშნავია, რომ უხაროდათ მოსწავლეებს და მათ სიხარულს მათი პედაგოგებიც იზიარებდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203