აფხაზეთის N2 სკოლის მოსწავლეებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა
02-06-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, თამთა ნათიძემ მეოთხე კლასელებს თემაზე - „დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება“ მეტად საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა.

გაკვეთილის მიზანს პედაგოგმა ბავშვებთან ერთად მიაღწია, რომლის მიხედვით მოსწავლეები გაეცნენ ტერმინის მნიშვნელობას, შეადარეს და ამოიცნეს ბუნებრივი და ადამიანის ხელით შექმნილი ფორმები; ისწავლეს ორნამენტის ტიპები, განიხილეს კონკრეტული მაგალითები, შექმნეს ქართული, ტრადიციული ორნამენტების საკუთარი ვარიანტები; ასევე, ისწავლეს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ არაჩვეულებრივი ნივთები ჩვეულებრივისგან, ამოიცნონ დეტალებში დამალული მხატვრული ღირებულებები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203