თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით მთაწმინდის პანთეონს ეწვივნენ
02-06-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, IVკლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თინა ქიზიყურაშვილის ხელმძღვანელობით, მთაწმინდის პანთეონში გასვლითი გაკვეთილი მოაწყეს.

მოსწავლეებმა მოინახულეს და პატივი მიაგეს სასიქადულო მამულიშვილთა საუკუნო განსასვენებელს. მათ ყვავილებით შეამკეს დედაენის შემოქმედის, იაკობ გოგებაშვილის საფლავი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობა დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203