სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
02-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგის, ნატო ვანაძის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 ივნისი თანასკოლელებს მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა პედაგოგთან ერთად თემატური პლაკატიც დაამზადეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203