ერკეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ინგლისურ ენაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგის, ლელა ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით ინგლისურში, მესამე კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

ღია გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ და პედაგოგის სასახელოდ საკუთარი ცოდნა თუ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის პროცესში სწავლების თანამედროვე მეთოდები და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა, რამაც ღია გაკვეთილი უფრო საინტერესო გახადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203