კალის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ხარძიანმა უცხო ენის შესწავლისას საინტერესო პროექტზე იმუშავა 
02-06-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა თუ აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლემ, მარიამ ხარძიანმა პროექტი - „время года“ განახორციელა.

მოსწავლემ მოიძია ინფორმაცია, აღწერა წელიწადის დროები რუსულად, შექმნა ილუსტრაციები და წარადგინა საპრეზენტაციოდ კედლის გაზეთის სახით.

აქტივობამ ხელი შეუწყო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ზეპირი მეტყველების, ინფორმაციის მოპოვების, მიღებული ცოდნის გამოყენებისა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებას.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართული და რუსული ენების მასწავლებელს, კესო ქობალიას. ის ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობს მოსწავლეებს, რომლებშიც ბავშვები სიამოვნებით ერთვებიან და პოზიტიურ სასწავლო შედეგებს აღწევენ. აღნიშნული აქტივობაც კესო ქობალიას ხელმძღვანელობით და მონიტორინგით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203