დილისკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღია სივრცეში იზეიმეს
02-06-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ეზოში მრავალფეროვანი ღონისძება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და ითამაშეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

„სკოლის მხრიდან, ყველა ბავშვს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203