ნინოწმინდის N1 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
02-06-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს. გარდა ამისა, მეხუთეკლასელებმა არაჩვეულებრივი ფლეშმობი მოაწყვეს. უფროსი კლასების მოსწავლეებმა კი პატარები ბუშტებით, სიმღერებითა და თამაშებით გაამხიარულეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203