გეჯეთის საჯაროს სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს
02-06-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე აჩუქეს, რომელიც მეტად მხიარული აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეების განსაკუთრებული აღტაცება მიწვეული ანიმატორების მიერ გამართულმა სპექტაკლმა გამოიწვია.

სპექტაკლის ბოლოს კი პატარებმა ნაყინიც დააგემოვნეს, რომელიც საჩუქრად სენაკის ნაყინის - „თეთრი დათვის“ დირექტორმა, დავით გარუჩავამ გაუგზავნათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203