ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილება“ გამართეს
02-06-2022
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიება ქართული და რუსული „ანბანის გაცილებას“ მიეძღვნა.
მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა შესანიშნავი ცეკვები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.