ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით - „ანბანთქება“ დაასრულეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება „ანბანთქება“ ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებს პირველი კლასის დამთავრება სკოლის დირექტორმა ქიშვარდი გორგოშაძემ მიულოცა და სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„პირველკლასელებმა საზეიმო ვითარებაში დავასრულეთ სასკოლო ცხოვრების პირველი უმნიშვნელოვანესი წელი.
ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ, ჩემო თვალხატულა ბავშვებო“,- აღნიშნავს ციცინო სამნიძე.
ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: