ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრში საპრიზო ადგილები დაიმსახურეს
02-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ბავშვთა ათლეტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ სასკოლო შეჯიბრში მე-2 კლასის მოსწავლემ, გიორგი ბუბუტეიშვილმა მესამე ადგილი აიღო, ხოლო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო შეჯიბრი ამანათრბენა (ესტაფეტა) და ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში გაიმართა.
„ასე გაგვახარეს ჩვენმა პატარა ციმციმა ვარსკვლავებმა, დიდი მადლობა ამისთვის თითოეულ მათგანს და მათ დაუღალავ, შრომისმოყვარე ნადია მასწავლებელს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს