„ვემშვიდობებით ანბანს“- ახალისოფლის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
02-06-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო ღონისძიება - „ვემშვიდობებით ანბანს“, ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათ უნარები მხატვრულ კითხვასა და სისხარტეშ წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

აქტივობა კლასის დამრიგებელის ნონა ჭანტურიასა და მუსიკის მასწავლებლის მზია გვასალიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203