ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგებმა - ლიკა ჯოჯუამ და შორენა ოჩხიკიძემ დაუვიწყარი გასვლითი ტური მოუწყეს
02-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ხელოვნების პედაგოგებმა - ლიკა ჯოჯუამ და შორენა ოჩხიკიძემ გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეებს დასამახსოვრებელი ექსკურსი მოუწყეს.
მოსწავლეები ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ განახლებული მუზეუმის ექსპონატებითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. ექსკურსიის მსვლელობისას მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მიმდინარე პროცესში.
ემოციებით დატვირთულები ამის შემდეგ ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. საოცარი ექსკურსია მძღოლის საინტერესო საუბრით აღფრთოვანებულებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს. ეს გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში პიკნიკით დააგვირგვინეს. იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ სახლებში.
მოსწავლეებმა ექსკურსია შემდეგი სიტყვებით დააგვირგვინეს - „ბედნიერებაა დაიბადო ქართველად, ასეთი წარსულის მქონე სამშობლოში, გენიოსი მამულიშვილების აღმზრდელ მამულში და იყო ასეთი თვალწარმტაცი მიწა-წყალის შვილი“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო