ახალისოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ
02-06-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ისინი დამრიგებელთან დალი გოგჩაიშვილთან, ხელოვნების მასწავლებელთან დოდო სალაყაისთან და პირველი კლაასის მასწავლებელთან ნონა ჭანტურიასთან ერთად, საბავშვო ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ. 

მათ ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და ასფალტიც მოხატეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

დღის ბოლოს, სკოლის დირექტორმა მამუკა ჯოჯუამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ეს დღე მიულოცა.

„მეგზურობა გაგვიწია მერიის წარმომადგენელი რიმა ბოჯგუამ, ბიბლიოთეკის სპეციალისტმა ლია ხურციამ და წარმომადგენლის ასისტენტმა ეკა ხუნწარიამ, რომლებმაც ბავშვებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203