მატნის N2 საჯარო სკოლაში ასფალტზე ხატვის კონკურსი და სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
02-06-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მოსწავლეებს დირექციამ პედაგოგებთან ერთად მათი დღე განსაკუთრებულად მიულოცა.
სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში გაიმართა ასფალტზე ხატვის კონკურსი და „მხიარული სტარტები“.
„ბავშვობა, სანამ ბავშვი ხარ მაშინ უნდა ნახო... და მერე, მთელი სიცოცხლე იმ ლამაზი წლების მოგონებებით უნდა ისაზრდოვო...“; სასკოლო საზოგადოების სახელით დაგილოცავთ ბავშვობის ლამაზ წლებს ჩვენო პატარებო! გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ 1 ივნისს საზეიმოდ აჟრიამულებული სკოლის ეზო, სპორტული დარბაზი, სადაც ასფალტზე ხატვის კონკურსი და „მხიარული სტარტების“ პროგრამით გათვალისწინებული სპორტული აქტივობები ჩატარდა. გამარჯვებული გუნდები საპატიო სიგელებით და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს