თბილისის N200 სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს მეგობარი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
02-06-2022
თბილისის N200 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობების ფარგლებში სკოლაში თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს და ბავშვებმა მათი დღე ერთად იზეიმეს.

„ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203