ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ყუფარაძემ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში II ადგილი დაიკავა
02-06-2022

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა ყუფარაძემ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში II ადგილი დაიკავა. 

ის 2021 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში მონაწილეობდა. ახლა კი მასში მონაწილე მოსწავლეებთან შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. მას ნიკა ყუფარაძეც ესწრებოდა. 

პრიზიორებს ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა, ფონდის კონკურსების შესახებ ინფორმაცია გააცნო და წარმატებები უსურვა. 

მოსწავლეებმა თავანთ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203