ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გაკვეთილზე უცხოენოვანი ვიდეომილოცვა ჩაწერეს
02-06-2022
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

V და VI კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვიდეომილოცვა მოამზადეს.

მოსწავლეები ყველა ბავშვს მშვიდობას დედამიწაზე, სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მანანა კაჭკაჭიშვილი გახლავთ.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203