მიქავას თემის N2 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
01-06-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიება, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს და ეს დღე ყველას მოულოცეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

„გილოცავთ,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
მსოფლიოს ბავშვებს ვუსურვებთ მშვიდობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203