ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა 
01-06-2022
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

გამართულ ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, მოიგონეს სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამ მნიშვნელობაზე ისტორიის მასწავლებელმა ვალერი ძაძამიამ ისაუბრა. ღონისძიება მუსიკის პედაგოგმა თამარ ლუკავამ მოამზადა. 

მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„26 მაისი ყველა ქართველისთვის ღირსშესანიშნავი დღეა. სკოლაში ეს დღე დიდი ზეიმით აღინიშნა. მადლობა მასწავლებელს და მოსწავლეებს ამ დღის ასე ლამაზად აღნიშვნისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203