ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს
01-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა სკოლის ეზო ცარცით მოხატეს. მათ ყველა ბავშვს მიულოცეს ეს დღე.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მათი ნახატები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

„მოსწავლეებმა მსოფლიოს მიულოცეს ბავშვთა დღე, უკრაინელ ბავშვებს მშვიდობა და უღრუბლო ცა უსურვეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203