ზინობიანის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მანანა ზანდარაშვილმა პირველკლასელებს დაუვიწყარი ზეიმი აჩუქა
01-06-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი აქტივობებით წარსდგნენ.

პედაგოგმა, მანანა ზანდარაშვილმა რომელსაც მოღვაწეობის 30 წელი შეუსრულდა პირველკლასელებს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყო.

„უცებ გაირბინა 30 წელმა, 27 მაისს მანანა მასწავლებელმა კიდევ ერთ პირველ კლასს მოუწყო „ანბანის ზეიმი“. ყველაზე საყვარლებმა კიდევ ერთხელ გვასიამოვნეს მსმენელს: წაგვიკითხეს ლექსები, გვიმღერეს, თავადაც იმხიარულეს და ჩვენც გაგვამხიარულეს. პატარების მშობლებმა გადაუხადეს და მიულოცეს პედაგოგს, (მანანა ზანდარაშვილს) ეს მრგვალი თარიღი (მოღვაწეობის 30 წელი) და კიდევ მრავალი ენერგიითა და წარმატებით სავსე წელი უსურვეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203