ზეგნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნეს
01-06-2022
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეჯიბრი ფეხბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში მოეწყო. 

მოსწავლეები აქტივიბაში ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

„1 ივნისი ისეთი დღა, რომელიც აბსოლუტურად ბავშვების გარშემო ტრიალებს... ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი წარმატებული მომავლისათვის ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობა და ვალდებლებაა.. ბავშვებისათვის ყველაზე სამხიარულო და სახალისო სპორტული შეჯიბრებაა... 
ჩვენ გავითვალისწინეთ მათი სურვილები და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მოეწყო შეჯიბრი ფეხბურთში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში..
წარმატებას ვუსურვეთ ყველა ბავშვს საქართველოში და მსოფლიოშიც..
დაე, მშვიდობიან და ჯანსაღ გარემოში ეცხოვროთ მუდამ“.- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203