ახაშნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
01-06-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მოეწყო შემოქმედი მოსწავლეების, მარიამ მებაღიშვილისა და ნიკა ბერულაშვილის მხატვრული ტილოების, ასევე ანასტასია მელექსიშვილისა და ელენე ჯავახიშვილის ბისერებით ნამუშევრების გამოფენა.

გარდა ამისა,ხელოვნების მასწავლებელმა, ლიკა მაისურაძემ ხელზე მოხატვით გაულამაზა დღე პატარებს, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ცარცით მოხატეს სკოლის ეზო.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა ახაშნის საჯარო სკოლაში. ბედნიერ ბავშვობასა და მშვიდობიან ზეცას ვუსურვებთ მათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203