დილიკაურის საჯარო სკოლის პედაგოგის საპირველივნისო სიურპრიზი მოსწავლეებს
01-06-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. აქტივობა პედაგოგ ლალი ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მან მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და მშობლების მილოცვები მოასმენინა.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სკოლის სახელით ვულოცავთ ყველა ბავშვს და ვუსურვებთ ოცნებების და მიზნების ასრულებას.
ბავშვთა საერთაშორისო დღე უძველესი დღესასწაულია, იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203