საკობიანოს საჯარო სკოლაში ნინოობასა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
01-06-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ნინოობის დღესასწაული და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ზეიმის დასაწყისში საკობიანოს საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილმა ნინო ჯიმშიტაშვილმა მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესო ნომრები და პერფორმანსები წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203