ტობანიერის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
01-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს, რომელსაც კვირეული მიუძღვნეს.

„26 მაისი - „ეს დღე ჩვენია!“. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ეტაპობრივი თანმიმდევრობით წარმოადგინეს;„ ვახტანგ მე-6-დან 1918 წლის 26 მაისამდე", „1918-1921 წწ.“, „1921-დან 1924 წწ.“ საინფორმაციო ვიდეორგოლების, ქართული ცეკვებისა და სიმღერების, პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი ლექსების ფონზე საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს საქართველოს ეროვნულ გმირზე, 26 მაისის იუბილარზე მერაბ კოსტავაზე და წაიკითხეს რამდენიმე ლექსი მისი შემოქმედებიდან:                    

მამულო ჩემო, კვლავ დადგა ჟამი

მაღალ ზრახვათა არ დაოკების,

დროა დაიმსხვრეს სატანის სკამი,

დროა მტარვალთა დაწიოკების!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203