ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია „გააცოცხლეს“
01-06-2022
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება, ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ირმა ბრეგვაძისა და თინათინ წიქვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია დასაბამიდან-დღემდე „გააცოცხლეს“.