აფხაზეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ექიმისა და პაციენტის როლები მოირგეს
01-06-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში სიმულაციური თამაშით განასახიერეს გადამდები დაავადების გამომწვევი ფაქტორები და მათი თავიდან აცილების ზომები.​ ასევე, აღნიშნეს, რომ ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობა, რათა ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ;

ბავშვების პედაგოგი ქეთევან კვარაცხელია გახლავთ.

„მიმართულება - ცოცხალი სამყარო, ხოლო საკითხი - ჯანმრთელობა. გაითამაშეს და გაიაზრეს „ექიმი-პაციენტის“ როლი. ყურადღება გაამახვილეს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარულ წესებზე, მსუბუქი ჭრილობის დამუშავებაზე, ვენური და არტერიული სისხლდენის შეჩერებაზე ველურ ბუნებაშიც , ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება, კიდურების დაფიქსირება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203