თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საპრიზო ადგილები დაიკავეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველობა 2008-2010 და 2011-2013 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს.
- I ადგილი - ოქრო - ვალერი ცეცხლაძე;
- II ადგილი - ვერცხლი - რატი ბოლქვაძე;
- III ადგილი - ბრინჯაო -ბექა ცეცხლაძე, ლუკა ცეცხლაძე.
სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კვლავ გვასახელეს და ყველა საპრიზო ადგილი დაიკავეს. წარმატებებს გისურვებთ მოსწავლეებო, თქვენ და თქვენს მასწავლებელს, გრიგოლ შანთაძეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: