მანავის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეებს „ანბანის ფერადი ზეიმი“ აჩუქეს
01-06-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.

სკოლის I და I კლასების დამრიგებლებმა - სოფო ტაველიშვილმა და მაკა ყორღანაშვილმა მშობლებთან ერთად „ანბანის ფერადი ზეიმი“ აჩუქეს პირველი კლასის მოსწავლეებს.

მხიარული აქტივობები, ლექსები, სიმღერა და ცეკვა ხალისით ავსებდა სკოლის ეზოს და ბავშვები აღნიშნავდნენ პირველი კლასის დამთავრებას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკლასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203