„საინტერესო და სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად გატარებული ეს თორმეტი წელი“- თბილისის N16 სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები სიყვარულით გააცილეს
01-06-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება, ულოცავს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„მნიშვნელოვანი, ემოციებით დატვირთული დღე, ახალი ეტაპის დასაწყისი... საინტერესო და სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად გატარებული ეს თორმეტი წელი. რომ გიყურებთ როგორ დაფრთიანდით, გაიზარდეთ, ბედნიერება გვეუფლება და იმედის თვალით ვუყურებთ თქვენს ახალ ნაბიჯებს ხვალინდელ ცხოვრებაში.
გვჯერა, რომ შინაარსიანად დაგეგმავთ მომავალი ცხოვრების გზას.
გვინდა, დაგილოცოთ ახალი გზა წარმატებისკენ, ნათელი მომავლისკენ.
წინსვლა თითოეულ თქვენთაგანს!
გვეიმედებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203