თბილისის N16 საჯარო სკოლაში კონკურსის - „თავისუფლება: ძალა თუ უფლება?“ ფინალი გაიმართა
01-06-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში კონკურსი „Freedom – power or rights? თავისუფლება: ძალა თუ უფლება?“ მიმდინარეობდა. 

მის მიმდინარეობაში სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით  ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

გაიმართა კონკურსის ფინალი, გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

„კონკურსის ლოგიკური და ლამაზი ფინალი. უფროსი და უმცროსი კლასის წარმომადგენლები, გამარჯვებულები, ჯილდოები, ემოცია და ახალი იდეის დაბადება. წარმატებები და მადლობა ყველას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203