ირემაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა, ინგა ხოზრევანიძემ საინტერსო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარა
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მე-2 - მე-3 კლასების კლასკომპლექტში ჩატარდა.
მოსწავლეებმა მაკეტები თავიანთი ხელით დაამზადეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აქტივობის ხელმძღვანელი ინგა ხოზრევანიძე იყო.
იხილეთ ფოტოები: