ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაკულატურისთვის მწვანე ყუთები დაამზადეს
01-06-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მაკულატურისთვის მწვანე ყუთები დაამზადეს.
სკოლა კამპანიაში „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ აქტიურად ჩაერთო. მწვანე ყუთები კი მე-4 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ყველა კლასისთვის დამზადდა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ისინი გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობას კარგად იაზრებენ.
„მწვანე ყუთი ყველა ოთახში!! შეგროვებულ მაკულატურას გადავცვლით ლამაზ წიგნებში და გავამდიდრებთ სასკოლო ბიბლიოთეკას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო