თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხური წარმატებით, საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
01-06-2022
თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხური წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, მათ ფერადი მანტიები მოირგეს და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

სკოლაში ნამდვილად ფერადი და მხიარული ზეიმი გაიმართა.

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„ულამაზესი დღე 48 -ე სკოლაში...
დავასრულეთ დაწყებითი საფეხური, უკვე დიდები ვართ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203