სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საინტერესო ლექცია ჩატარდა
01-06-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის საინტერესო ლექცია ჩატარდა.

ლექცია საქართველოს გაეროს ასოციაციამ სამღერეთის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში, გამართა. 

მისი თემა იყო „დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება საქართველოში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში“. 

ლექცია მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორმა, ისტორიის დოქტორანტმა და სამღერეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ირემაძემ წაიკითხა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203