„სხვა საქართველო სად არის“- ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება 
01-06-2022

ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებაზე „სხვა საქართველო სად არის“ მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები მიმოიხილეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

„მოსწავლეებმა მხატვრული კითხვით, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით და ჩვენი ქვეყნის ისტორიული ცხოვრების წარმოჩენით გაგვაგებინეს, რომ საქართველო თამამად დგას „ერად სხვა ერთა შორის",- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203