ფოთის N7 სკოლის კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
01-06-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ. 

ნელი გეგეშიძის სახელობის ფონდმა ფულადი პრემიითა და დიპლომით დააჯილდოვა ზურაბ მატუა, ხოლო ფოთის მერიამ საპატიო სიგელებითა და ფულადი პრემიით დაასაჩუქრა სამი მოსწავლე: თათია არზიანი, ნიკა კვირკვაია და ხატია კუპრაძე.

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულებით და წარმატებას უსურვებენ.

„გვასახელეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, როგორც ვიცით, სკოლისა და პედაგოგების შრომის საზომი მათი მოსწავლეების შედეგებია, მთელი სკოლა იზიარებს ამ სიხარულს.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექცია და მათი დამრიგებელი ქალბატონი მაყვალა მესხი განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით ულოცავს მოსწავლეების სკოლის წარმატებით დამთავრებას, უსურვებს მათ ცხოვრების შემდგომი ეტაპი ასევე წარმატებულად განვლონ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203