თელეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარადგინეს
01-06-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ცეკვებითა და სიმღერებით საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმატებით წარმოაჩინეს.

ღონისძების ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი ნანა ჩხეიძე იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები სხვებსაც დაანახეს.

„პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების მიზნით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა ცეკვებით, სიმღერებით, ისტორიული ექსკურსებით ემოციურად წარმოგვიდგინეს საქართველოს კუთხეები, დაკარგული ტერიტორიები. ღონისძიება ისტორიის მასწავლებლისა (ნ. კენჭაძე) და მუსიკის მასწავლებლის (ა.ხარაძე) აქტიური ჩართულობით წარიმართა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203