სკურას საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ნახატების გამოფენით აღინიშნა
01-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. შემდეგ კი ბუნებაში თავიანთი ნახატების გამოფენა მოაწყვეს. 

აქტივობის ხელმძღვანელი მარინა ჩაჩავა იყო. 

მოსწავლეები მასში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და ცნობიერება კიდევ უფრო აიმაღლეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203