გარდაბნის N3 საჯარო სკოლის I კლასში „ანბანის დღესასწაული“ გაიმართა
01-06-2022
გარდაბნის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
სკოლის Iბ კლასში ღონისძიება „ანბანის დღესასწაული“ სევდა შაჰვრდიევას ხელმძღვანელობით გაიმართა.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს აქტიური მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.