თბილისის N14 სკოლის მე-6 კლასელებს შემაჯამებელი გაკვეთილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩაუტარდათ
თბილისის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-61 კლასისთვის ისტორიაში სასწავლო გასვლითი შემაჯამებელი გაკვეთილი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ 25 მაისს გაიმართა.
მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა და ადგილზე გაეცნენ საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების დასახლების ტიპებს, სამეურნეო ნაგებობებს და ყოფა- ცხოვრებისთვის დამახასიათებელ დეტალებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ნატო მაისურაძე ხოლო, დამრიგებელი ლელა გოქაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: