წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
01-06-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასში ინტელექტუალური თამაში გაიმართა. 

ჩატარენული თამაში  -„ხართ თუ არა VI კლასელზე ჭკვიანი?!“ სატევევიზო პროექტის ანალოგია. მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების პედაგოგი დალი სილაგაძე ეთამაშა. 

პროექტი ისტ-თან ინტეგრირებული იყო. კითხვები კი 6 საგნიდან შეირჩა. ესენი იყო  ქართული, მათემატიკა, ისტორია,ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, მუსიკა. 

კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძე, ისტ-ის პედაგოგი კი ინგა არაბიძე. 

აქტივობა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ დადებითად შეაფასა.

„თამაში მორგებული იყო საკლასო გარემოს, ყველა წესისი დაცვით. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა 6 საგანი. მათ არჩეულ საგნებში გამოამჟღავნეს პროგრამული მასალის სიღრმისეული ცოდნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოთამაშემ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, მაგრამ თამაშის დასრულებისას ხმამაღლა აღნიშნა: „მე ვარ დალი სილაგაძე და არა ვარ VI კლასელზე ჭკვიანი",- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203