მაღლაკის N2 საჯარო სკოლას ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სააქტო დარბაზი აქვს
01-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პირველად სკოლის საუკუნოვან ისტორიაში, ახალი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სააქტო დარბაზით სარგებლობა შეეძლებათ.

პროექტი LAG წყალტუბოს მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ სტუმრები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „Lag წყალტუბოს განვითარების“ წევრები, მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ამავე სკოლის ყოფილი ღვაწლმოსილი პედაგოგები.

ღონისძიება იყო საოცრად დახვეწილი და საინტერესო ფორმატის, რამაც სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.

ღონისძიების ორგანიზატორი კი პედაგოგი თინათინ გეორგაძე გახლდათ.

„აქტიურად ჩართული იყო თითოეული პედაგოგი და რა თქმა უნდა დირექცია: დირექტორი ბრძოლვერდი ჟორჟოლიანი და სასწავლო ნაწილი თ. ჟორჟოლიანი, ადამიანი რომელიც ყოველთვის გვერდით გვიდგას და გვაძლევს სტიმულს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. მადლობა მათ და მათ მშობლებს თანადგომისთვის. „ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, ეს ჩვენი მიზანია.. ვულოცავ სკოლას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203