ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
01-06-2022

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. 

ისინი, დამრიგებელ ნანა ნაცვლიშვილთან ერთად, იმ ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოსწავლეებმა ოჯახში სხვადასხვა პროუქტი და საჭირო ნივთი მიიტანეს. 

„აქციე ქველმოქმედება ცხოვრების წესად. მე-3 კლასის მოსწავლეები კვლავ აგრძელებენ სიკეთის კეთებას.
ამჯერად, პატარები ეწვივნენ ოჯახს, სადაც მათი თანატოლები იზრდებიან და საჭიროებენ საზოგადოების თანადგომას. მათთვის ყურადღება, თანადგომა და მეგობრობა მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად მნიშვნელოვანია.
ჩვენმა პატარებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სიკეთე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობაა ამ ქვეყნად“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203